ყურბან საიდი. ,,ალი და ნინო ,, დიოგენე
ეს წიგნი დაახლოებით რვა წლის წინ ( რა დრო გასულა ) , თუ მოკლედ მე-3 კურსზე წავიკითხე 4-5 საათში, ნინო გველესიანმა მათხოვა , ჩვეული სითბოთი და სიყვარულით და მეც დიდი სითბოთი წავიკითხე , ისევე როგორც გუშინ , როცა კიდევ ერთხელ გადავიკითხე . ამბავი მართლაც რომანტიკული და თან ძალიან საინტერესოა, მაგრამ წერის სტილი კი აღარ მომეწონა, მაპატიე ყურბანიკო , მაგრამ სუსტია. ცოტა უჭირს წერა, სათხრობი ბევრი და საინტერესოა , მაგრამ ტექნიკურად ვერაა გამართული , ამის გამო ცოტა სიყალბეც იპარება . ის სიყალბე ის კი არაა ამბის გამოგონებისა, არამედ ვერ გამოხატვის, ემოციის ვერ გადმოცემის გამო დამჩნეული სიყალბე.
საერთოდ კი ძალიან საყვარელი წიგნია მართლა , რაღაცნაირად თბილი, ყველაზე ძალიან რაც ჩამრჩა ეს არის ცოლ-ქმრის გაუხუნარი სიყვარული, ალის კეთილშობილება . მისი სინაზე და მზრუნველობა. თუნდაც მაშინ, როცა მერხში დამალული კარნახობს სატრფოს. ულამაზესი ისტორიაა სიყვარულისა. ერთი კრიტიკული წერილი მახსოვს (ჩვენი ეპოქა იყო ასეთი გაზეთი ლიტერატურული დამატებით ჩვენი მწერლობა ) ავტორი აღარ მახსენდება, ამ წიგნს ,,გველის პერანგის,, მიმბაძველად წარმოადგენდა და მართალიც იყო , პირადად შევამოწმე და პასაჟებიც ამოვიწერე , მხოლოდ აქ არ მომაქვს.
სამი პიროვნება ეცილება ერთმანეთს ავტორობაში და ძნელია სინამდვილე დაადგინო,ეს სხვა სფეროა და ჩემს კომპეტენციაში არ შედის . ყურბანიკო, თავისი ბიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია და არ მგონია ასე სუსტად წერდეს . ამაზე უფრო ზუსტად რაიმეს თქმა შეიძლება, თუ მის წიგნებს ვნახავ, თან ამ წიგნის ავტორი რატომღაც მგონია,რომ მომსწრე უნდა იყოს ამ ამბებისა , ისლამის წარმომადგენელი, მოკლედ ავტორი ყურბანიკო მგონია, და ბარონესას რედაქტირება,შესაძლოა ვცდები.
31ოქტომბერი.2008
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий