вторник, 8 декабря 2009 г.

,,ულისე,,

ჯეიმს ჯოისი. ,,ულისე,, ,,მერანი,, თბ.1983

პირვე რიგში ნიკო ყიასაშვილის დიდი შრომა და კარგად შრომა ( მთარმნელი და წინასიტყვაობის ავტორი) მინდა აღვნიშნო (ბენდს მადლობაო ნათქვამი როა :) ) , ახლა კი უ ლ ი ს ე.
ვერ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა,ვისიამოვნე (მართალია ეს სულაც არაა სახალისო ან მსუბუქი პროზიდან , მაგრამ...), ეს იმ წიგნებიდანაა აუცილებლად რომ უნდა წაიკითხო :) სიამოვნებით ვერ წავიკითხე,მაგრამ არც დავთრგუნვულვარ, ცოტა ვიხალისე კიდეც . კარგად დამამახსოვრდა, ბაკ მალიგანის ფრაზა, როცა ჩაის შეუქებენ და ისიც ამბობს , როცა ჩაის ვაყენებ ჩაის ვაყენებ და როცა გუბეს, გუბესო :) (მთელი მსოფლმხედველობაა ამ პაწაწინა ფარაზაში ).
ტექსტი საკმაოდ რთულია (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში), მთელ რიგ კომენტარებს მოითხოვს, თუმცა ჩემდა სასახელოდ :)უნდა ითქვას, რომ მაშივე აღმოვაჩინე ულისესა და ოდისევსთან კავშირი,რაც მერე წავიკითხე კიდეც. კითხვისას ბევრიც ვიფრინე სხვაგვარად მომეწყინა.წიგნში ხშირია ციტატები სახარებიდან, ბიბლიიდან, და ეს მხოლოდ გაშარჟებულადაა გაკეთებული. ასე ბევრი შექსპირი იყო, ანუ ციტატები.
(ეს არის მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება და რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ იმაზე თუ როგორი ნოვატორული წიგნია თავისი ფორმით, შინაარსით, რა პრობლემები უდგას მთავარ გმირს და ა.შ ეს სხვის ნააზრევი და სხვა ცოდნაა ).
სხვათაშორის ჰამლეტზე და მამა-შვილზე როცაა საუბარი, რობაქიძე გამახსენდა ჩაკლულ სულში საუბრობს მგონი , დასავლეთში მამა არ იციან იქ შვილია მხოლოდო. აქაც ასეთი საუბარი მიდის. ( მამა შვილში კი ალბათ მამა ღმერთი და ძე ღმერთი იგულისხმება)
ხო, ერთი რამეც, ანტისემიტური განცხადებებიც შემომხვდა და რაშია ნეტა საქმე, თავადაა ანტისემიტი, თუ პრობლემს აჩვენებს და ხედავს?! ამას გარდა მასონებიც შემომხვდნენ :) გამოცანები იყო კიდევ უბადლო , სიამოვნებით გამოვიყენებდი რა,სად ,როდის შეკითხვებში:) მოკლედ ასე...
მარტი. 2009

четверг, 3 декабря 2009 г.

,,ჯინსების თაობა,,

,,ჯინსების თაობა,, დათო ტურაშვილი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.2008



კითხვისას კი არ ვიტირე, ვიღრიალე და ნამდვილად არ მეგონა , რომ ასე სამზეოდ (დღისით და ყველას წინაშე) ასეთი სისატიკე მოხდა,თითქმის ჩემს თვალწინ 1წლის ვიყავი ამდროს. სულ მაინტერესებდა ამ ამბის დეტალები, ეს ინტერესი ზაზა რუსიშვილის ფილმმა შესანიშნავად დამიკმაყოფილა (საკმაოდ ობიექტური და კარგი ფილმია ჩემი აზრით), ჯინსების თაობამ კი შეავსო. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დათოც ამბობს და ყველა ამას იტყვის, საღად მოაზროვნე, რომ მათი ქმედება დანაშაულია, ბოლომდე გაუაზრებელი, რომანტიკული დანაშაული, მაგრამ რა ჰქვია იმ დანარჩენს, იმას, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა , მარტო ბოროტება ?!
ძალიან კარგადაა გადმოცემული მთელი ეს ამბავი, როგორც ეს ავტორის ნიჭს, გემოვნებასა და გულწრფელობას შეეფერება, მათი ხსოვნის პატივისცემა, ობიექტურობა,სიმართლე....საოცრად ამაღელვებელი იყო ,როცა გეგას დახვრეტისას დიმა ლორთქიფანიძე პატიმარ ქალებს თხოვს ხმამაღლა იმღერონ, როცა გეგას ,,წერილი,, დახვდება კედელზე,და როცა როცა... ისე ვყვები თითქოს რომანტიკული სიყვარულის ისტორია იყოს ,თუმცა არის კიდეც, მხოლოდ მოკლული და ჩახშული სიყვარულისა.
(რეკორდულ დროში წაკითხული, საათნახევარში წავიკითხე, წიგნებიდან :)
4თებერვალი.2009

четверг, 15 октября 2009 г.

პავიჩი

მილორად პავიჩი ,, ხაზარული სიტყვისკონა,, თბილისი2007. გადმოაენა გ.გოგიაშვილმა . მამრული ცალი

კითხვა დიდი შემართებით დავიწყე (მომწონს პავიჩი) ,მაგრამ ბოლოს ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდი თავისი ინფორმაციული ზეუხვობის გამო. ურთულესი წიგნია, უდატვირთულესი, თავისი ულევი ისტორიებით (მისი 1 გვერდიც კი მთელ სერბულ მწერლობას ეყოფა მასალად :) ) , სახეებით, უჩვეულო ამბებით, ძნელია რამე დაიმახსოვრო (ჩემთვის ასეა ). ბევრია ზღაპრული , დაუჯერებელი სიუჟეტები და მგონია , რომ ზღაპარი როგორც ჟანრი, ამგვარად განაგრძობს არსებობას. ანუ ზღაპარი მხატვრული პროზის სიუჟეტად, თუ დანამატად იქცა. (არვიცი შესაძლოა სულაც არაა ასე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას ვამბობ, მარკესთანაც ასეა , ჩოხელთან მაგალითად და რავიცი რავიცი :) )
ძალიან მომეწონა ავტობიოგრაფიული შესავალი, განმარტებები თუ უბრალოდ საუბარი წიგნზე და ბოლო ნაწილი , როცა თვის პირველ ოთხშაბათს უნდა წავიღო წიგნი საშაქარლამოში და წიგნის და ჩემი მეორე ნაწილი ვიპოვო. :)
უამრავი პასაჟი ამოვიწერე წიგნიდან , მაგრამ აქ მხოლოდ ლექსებს მოვიყვან, და გავალამაზებ ჩემს მოკრძალებულ ნაფიქრს თუ განცდილს .

,,თუ შემოდგომა მარგალიტის გულქანდას მაბამს,
სარტყელ-ქამარი მომიტანა ზამთარმა თვითონ,
გაზაფხულმა კი შემიკერა იების კაბა ,
ტურფა ზაფხულმა ფეხთ ჩამაცვა თავისი სითბო.
სად დრო ბევრია,სამოსელიც იქ არის ბევრი,
ისიც მინახავს , რომ ხანდახან მუნჯია მჭევრი.
მაგრამ ყველაფერს, დამიჯერე ისა სჯობია ,
გულში ჩამიკრა ,ვიდრე ცეცხლი არ ჩამქრობია. ,,
გვ161


,,ბედნიერების სულ ტყუილად მაჩუქე სარკე,
შიგ ობლად ვჩანვარ უსახური უშენოდ,ცალკე.
შენმა ხატებამ მიმატოვა,მარტო დამტოვა,
და ამიტომაც ამ სარკეში ახლა მარტო ვარ.
წაიღე უკან,აღარ მინდა, ავად მაწვალებს,
რაც სახე ჩემი შევიცვალე,შენში გავცვალე. ,,
გვ158

2009. ივლისი

среда, 23 сентября 2009 г.

ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო

ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო. ,,უდაბნო,, დიოგენე. 2007

სიამოვნებით მივუმატებდი ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს ლალა ნურს, სხვაგვარად შეუძლებელია, ასე ჩაწვდომა , ,,პატარა გოგოს,, სულსა და სხეულში,ასეთი სიღრმე ნამდვილი ჯადოქრობაა.
ხშირად მეძახის ხოლმე ჩასაძირად და ამბებს კი არ მიყვება, თითქოს მანახებს (ერთგვარად კინოს ეფექტიც აქვს) და კი არ მივსებს სულს,-მითავისუფლებს. ამბები, სიუჟეტი თითქოს არაფერია , ჩვეულებრივი, მაგრამ აქ მთელი სამყაროა დანახული, გაცნობიერებული ...
წაკითხვამდე. 12 აპრილი.

დავასრულე ამბავი მარი გუსტავ ლე კლეზიო ლალა ნურისა , თუმცა უფრო ლალასი, რადგან,მასზე უფრო მოგვითხრობს, მას უფრო იცნობს ასე მგონია. დასასრული სევდიანია ,მაგრამ როცა წარმოიდგენ ლალას და მის პატარას ლეღვის ხის ძირში , გიხარია რომ სიცოცხლე გრძელდება.სხვაა ნურის შემთხვევა, მას თითქოს არც უნდა ცხოვრება ,მაგრამ აძლევს კი თავისი ყოფა არსებობის უფლებას?! ნურისთან უფრო მისტიური თავგანწირვაა თავისუფლებისათვის ,ლალა კი თვალებში ჩახედავს ამ თავისუფლებას. საინტერესოა როგორ განაგრძობს ცხოვრებას ,იქცევა თუ არა ,,მომავლის ადამიანად,,.თუმცა შესაძლოა სასაცილოდ ჩანდეს მთელი ეს მსჯელობა ,რადგან როგორც თავად ავტორი ამბობს ,, ლიტერატურა იდეები კი არა ენა,ჟღერადობაა... ,, 13 აპრილი. 2009 სხვათაშორის, გუსტავი 1940 წელს სწორედ 13 აპრილს დაბადებულა,სასიამოვნო დამთხვევაა :)

вторник, 15 сентября 2009 г.

ზემხა

გურამ მეგრელიშვილი. ,,მრავალჯერადი ბოთლები,, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2008 ზემხა ,,შენ,, geoprint 2005

ზემხა იგივე გურამ მეგრელიშვილი, პირველად ლიტერატული პალიტრით გავიცანი, შემდეგ იყო ინტერნეტი, ცხელი შოკოლადი და ა.შ ის კი არა, პირველი მწერალია, ვისაც ვირტუალურად მაინც ვიცნობ :)
თვითონ წიგნები, მათი შინაარსი ჩვეულებრივია, მაგრამ რასაც წერს , წერს სიყალბის გარეშე, წერა ნამდვილად ეხერხება (უკაცრავად ტავტოლოგიებისთვის ) და შესანიშნავად გამოსდის, მთხრობელიც საინტერესოა, აი სათქმელი, ცოტათი რავიცი რა ვთქვა.... ჩაკეტილი? მოკლედ თემები თუ ფანტაზია ,,აკლია,, . (მაპატიე გურამიკო) ,,ტექნიკაში,, ნიჭიერება უდავოა , სხვაც ბევრი წამიკითხავს დამწყები მწერალი და შეიძლება ითქვას , რომ აღარც დამწყებია. მისი მოთხრობებიდან ყველაზე ძალიან ახალი ადამიანები მომწონს (რომელიც არაა ამ კრებულებში). რაც შესულია იქიდან ძალიან საინტერესოა ნესი, მწერალი, ვასიაუს სხვადასხვა ისტორიები.
2009 11იანვარი

zmx100 ყდაზე მართალია ბუნდოვანია, მაგრამ დავინახე :) დიზაინზეც მინდა ვთქვა , მრავალჯერადი ბოთლების ყდა არ მომწონს, ,,შენ,, უკეთესია, ( შეიძლება უძალიანესად ვცდები ) , მაგრამ ეს ყდის დიზაინი, გამომცემლის პრეროგატივა და გათვლა იქნება. რა ვიფანტაზიორე : ))

პ.ს ამ ბოლოს წავიკითხე მისი ჯვარცმობანა და ბოდიში მომითხოვია ზემოთ თვალსაწიერის ნაკლებობაზე ვწერდი :)) ოღონდ მართლა ძალიან მომეწონა

вторник, 14 июля 2009 г.

აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე . ,, მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი,, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2005

სეიფში შენახული ოთხი საქაღალდე, ოთხი წარწერითა და ნომრით : ჯესიკა, ამირბარი, GG , სიდონია . მკვლელობა 700 ნაბიჯის ქუჩაზე და მისი გამომძიებელი მისტერ დიქსლი , რომელიც რამდენჯერმე გამოჩნდა და მხოლოდ ეს სიტყვები თქვა დაახლოებით, ახლა თვალები დავხუჭოთ და ისევ გავახილოთ, გამოძიება სულ ჩემს კისერზეა (:) ). მიუხედავად იმისა, რომ მასალები არის გამიჭირდა რაღაცეების გაგება და დაკავშირება.
წიგნის ფორმა ძალიან უცხო და საინტერესოა. და ძალიან მოვიხიბლე ამით,, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ ამის გამო ტექსტი სულ ოდნავ ,,სუსტია,, .ანუ უფრო სწორად ,რთულია ჩემთვის, დავიბენი და ვერაფერი გავიგე. ცალკეული ფრაზები, ამბები, პერსონაჟები ძალიან კარგია, აკასეული, ჩვეული სილაღით, მრავალფეროვნებით, მისტიკურობით, საქმის ცოდნით დაწერილი. მივყვეთ მოვლენებს:
1.ჯესიკა. თხრობა იწყება ჯესიკა დე როდერით, მწერალი ქალით, რომელთანაც ყოველი შემდეგი პერსონაჟი იყრის თავს. მისი ქმარი (ყოფილი,ეს იმ საოცარ ბლოკნოტში წერია) ლუკა გამოდის, რომელიც სიდონიას მამაა. აღწერილობები ემთხვევა და რავიცი.
2.ამირბარი საკმაოდ მისტიკა და ისეთი გაბლანდულობაა არაფერი ვიცი . :)
3. GG საინტერესო პერსონაჟია საქართველოდან, მასთან აჰმედ კაიაც ჩანს და ცოტათი ის ამბავიც ,,ეკოტერინოს ნაჩუქარ ვითომ სულის შემძვრელ თავგადასავალში,, რომაა.მისი ცოლის აზრები საკმაოდ სახალისო და საინტერესოა.
4.სიდონია. ეს სიდონია იგივე მელისა აღმოჩნდა ბევრის მნახველი და დიდი საქმიანი ქალია. და თუ ვინმეზე შეიძლება მიიტანო ეჭვი ამ მკვლელობაში, ალბათ მასზე უფრო.
მოკლედ,მოკლედ, მოკლედ....... ძალაინ საინტერესო წიგნია,გამორჩეული თავისი ფორმით.

პ.ს ტოპონიმები აქვს საოცარი. 700 ნაბიჯის ქუჩა, ტყუილის ხიდი, ხეირის უბანი.... ხო კიდევ, იაპონიის შექმნის ისტორიაა უმაგრესი .
2თებერვალი.2009

понедельник, 13 июля 2009 г.

ჯერომ სელინჯერი

ჯერომ სელინჯერი ,,კლდის პირზე ჭვავის ყანაში,, დიოგენე 2006

უსაყვარლესი წიგნია ადვილად წასაკითხი, ხალისით, თავმდაბლობით. ჰოლდენი ერთი უბრალო ვინმეა , ვერ იტანს სნობებს და მგონია, რომ ბუნებაში აქვს ეს თავმდაბლობა , ვერ ეგუება მის გარშემო არსებულ ყოფას. ეს დამახასიათებელია მისი ასაკისთვის ( დღევანდელი მოზარდებისგანაც, უმეტესისგან , ამას გაიგონებ , არ მოსწონთ ქართული მენტალიტეტი, საქართველო , არაფერი ხდება აქ ,ყველა ცუდია შენ კი დაჩაგრული-- ამას თავისი სახელიც ექნება ფსოქოლოგიაში . არ ხდება და მოახდინე. არც მე19 საუკუნეში ხდებოდა რამე, და არც სხვა დროს , მაგრამ პირველად ხომ უნდა დაიწყო, გინდა და გჭირდება რამე? მოიპოვე. რა დღეში ვარ არა უშავს? :)) ). ჰოლდენს ნამდვილი მიზეზი აქვს ამისთვის და მთელი წიგნი ,,ასახელებს,, , მაგალითად უნდა, რომ ქალაქგარეთ იცხოვროს მაგარი მანქანების და ა. შ გარეშე , სადაც თვითონ დაჩეხავს შეშას. ან კიდევ სკოლაში, ბარში სიტყვას არ გეტყვის ვინმე თუ არ ხარ, ,,მნიშვნელოვანი,, ....
ეს წიგნი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი გახდა, ეს გამოცემა ახალია ,ძველიც მაქვს ბავშვობაში წაკითხული, რომელიც სულ არ მახსოვდა , მაგრამ მახსოვდა ჰოი ბიჭო, გამოთქმა , რ-ც აქ სულ არ გვხვდება ახალ თარგმანში , ალბათ არ იყო საჭირო .
,,წიგნი ისეთი უნდა იყოს ,რომ ჩაათავებ , გინდა რომ მაგის დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს და როცა დაურეკავ , თუნდაც შუაღამისას და შენს გემოზე ებაზრები,თუმცა ეგეთები მაინც ცოტაა..,,, ( გვ 30).
წერის სტილი და მანერა ძალიან ცოცხალი და თანამედროვეა ,,ნაღდი ღმერთო შენ მიშველე სახე მქონდა ..,,
დროდადრო უნდა გადაიკითხო ხალისზე, განწყობაზე და ცხოვრების აზრზე მოსასვლელად...
29ნოემბერი 2008

воскресенье, 12 июля 2009 г.

ყურბან საიდი

ყურბან საიდი. ,,ალი და ნინო ,, დიოგენე

ეს წიგნი დაახლოებით რვა წლის წინ ( რა დრო გასულა ) , თუ მოკლედ მე-3 კურსზე წავიკითხე 4-5 საათში, ნინო გველესიანმა მათხოვა , ჩვეული სითბოთი და სიყვარულით და მეც დიდი სითბოთი წავიკითხე , ისევე როგორც გუშინ , როცა კიდევ ერთხელ გადავიკითხე . ამბავი მართლაც რომანტიკული და თან ძალიან საინტერესოა, მაგრამ წერის სტილი კი აღარ მომეწონა, მაპატიე ყურბანიკო , მაგრამ სუსტია. ცოტა უჭირს წერა, სათხრობი ბევრი და საინტერესოა , მაგრამ ტექნიკურად ვერაა გამართული , ამის გამო ცოტა სიყალბეც იპარება . ის სიყალბე ის კი არაა ამბის გამოგონებისა, არამედ ვერ გამოხატვის, ემოციის ვერ გადმოცემის გამო დამჩნეული სიყალბე.
საერთოდ კი ძალიან საყვარელი წიგნია მართლა , რაღაცნაირად თბილი, ყველაზე ძალიან რაც ჩამრჩა ეს არის ცოლ-ქმრის გაუხუნარი სიყვარული, ალის კეთილშობილება . მისი სინაზე და მზრუნველობა. თუნდაც მაშინ, როცა მერხში დამალული კარნახობს სატრფოს. ულამაზესი ისტორიაა სიყვარულისა. ერთი კრიტიკული წერილი მახსოვს (ჩვენი ეპოქა იყო ასეთი გაზეთი ლიტერატურული დამატებით ჩვენი მწერლობა ) ავტორი აღარ მახსენდება, ამ წიგნს ,,გველის პერანგის,, მიმბაძველად წარმოადგენდა და მართალიც იყო , პირადად შევამოწმე და პასაჟებიც ამოვიწერე , მხოლოდ აქ არ მომაქვს.
სამი პიროვნება ეცილება ერთმანეთს ავტორობაში და ძნელია სინამდვილე დაადგინო,ეს სხვა სფეროა და ჩემს კომპეტენციაში არ შედის . ყურბანიკო, თავისი ბიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია და არ მგონია ასე სუსტად წერდეს . ამაზე უფრო ზუსტად რაიმეს თქმა შეიძლება, თუ მის წიგნებს ვნახავ, თან ამ წიგნის ავტორი რატომღაც მგონია,რომ მომსწრე უნდა იყოს ამ ამბებისა , ისლამის წარმომადგენელი, მოკლედ ავტორი ყურბანიკო მგონია, და ბარონესას რედაქტირება,შესაძლოა ვცდები.
31ოქტომბერი.2008

пятница, 10 июля 2009 г.

მარკესი

მარკესი . ,,პატრიარქის შემოდგომა,, სიესტა . თბილისი.2006

პარადოქსია თუ მიზანმიმართულება არვიცი, მაგრამ არა მგონია ეს შემთხვევითობა იყოს , ეს წიგნი პრეზიდენტის საჩუქარია , სხვა წიგნებთან ერთად სკოლებისთვის . იმიტომ რომ ნამდვილი ტირანი დაინახოს ხალხმა ? დემოკრატიის დასადასტურებლად თუ რატომ ნეტა? ფაქტია, რომ აქვს ამას თავისი მიზეზი, როგორც ყველაფერს საერთოდ.
თავიდან უფო გამიჭირდა ამდენი სიბინძურის აღქმა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობის სიბინძურეებისა, ბოლოს უკვე, ხალხის მოქმედება მაინტერესებდა როგორ იცხოვრებდნენ ამ ტირანიის შემდეგ. ,,ადამიანი რასაც იმსახურებს ის აქვს,, - ალბათ აქაც გამოდგება ჩემი ,,ფრთიანი ფრაზა,, , მაგრამ ტყუილად ვქილიკობ , ძალიან მართალი ფრაზაა. იმდენი წელი ითმინეს და ისეთი საშინელებები , რომ ალბათ იმსახურებდნენ ,თვითონაც ცოტათი ისეთები იქნებოდნენ როგორც მათი ხელისუფალი - ახალი ჰეროდე .
რამდენი ბოროტება შეუძლია ადამიანს, ამდენი ბავშვის სიკვდილი ლატარიის გამო , უამრავი სისხლი , ყველანაირი სისასტიკე და გამისკდა გული (რომელიც გრანდ ოტელი არაა აკასი არ იყოს ) . ერთი ახალგაზრდა ბიჭი 22 წლით მხოლოდ იმიტომ ჩააჯინეს ციხეში და საშინლად აწამებდნენ, რომ ამ დესპოტმა ვერ გაიხსენა ვინ იყო და ვიდრე გამახსენდება იქ იყოსო , როცა გაახსენდა , რომ არ ეცნობოდა სიცოცხლის ბოლომდე იჯდეს ახლა უკვე ჩვენი მტერიაო . ღმერთო გვაშორე.
ზემოთ ვსაუბრობდი რამდენად იმსახურებდა თვითონ ხალხი , ასე რომ არ შეშინებოდათ ამდენს ვერ გაბედავდა,თვითონაც საკმაოდ ეშინოდა ხალხის .
რაც შეეხება წიგნის ტექნიკას , საკმაოდ რთულად წასაკითხია იმ მხრივ , რომ თვალს ვერ შეასვენებ . იმდენი ინფორმაციაა, ათ წიგნს ეყოფა, ამდენი ამბავი, ამდენი სახე. აქაც კრთება მარკესის ჩვეული სტილი, უცნაური და ფანტასტიკური ამბები . ბავშვებს ერთ სკოლაში მხოლოდ დაგვას ასწავლიდნენ. სასახლის უცნაურობებზე აღარაფერს ვამბობ, ძროხები და ქათმები ..
22 ოქტომბერი

იონა მეუნარგია.

იონა მეუნარგია ,,ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა , საბჭოთა საქართველო. 1968

წიგნი ჩემს საყვარელ პოეტზე... ზოგი რამ გავიხსენე, ზოგიც ახალი გავიგე , კარგი იყო . წიგნის ენა ნამდვილი ეპოქის შვილია, ძველი და ბევრის მთქმელი თვითონ პერიოდზე. ერთგან ისეთი რამეც დავინახე, ენას და თხრობის სტილს ვგულისხმობ, რასაც ახლაც ვაწყდები თანამედროვე ქართულ პუბლიცისტიკაში (მაგალითად აკასთან, თავის უსაყვარლეს ესეებში) ,აი მაგალითად ,,...ქართველის ყური სულ ყველაფერს ისმენდა მოთმინებით და მორჩილებით .იოანე ბატონიშვილივით ,,მშვიდობა შენდა,, ,,და სულისაცა შენისათანას ,, თუ არ ეტყოდნენ ერთმანეთს ნაცვლად გამარჯვება -გაგიმარჯოსი , თავი დიდად სწავლულად და ბედნიერად მიაჩნდათ .... და ყველაფერი კარგად იყო ამ ყველაფრით საუკეთესო საქართველოში ,, (გვ. 59) (მაგარია რა, შეფარული იუმორი და ყოლიფერი :) )
ენის შესახებ იონაც ბევრს საუბრობს ,განიხილავს ანტონ კათალიკოსის ენობრივ სირთულეებს ,, არვიცი ჩვენი ძველი მწერლობის გარემოება და ვერც ვიტყვი ,თუ რისგან მოხდა შემდეგ იმ მშვენიერი ენის დაბნელება ,რომელიც ანდამატივით ბრწყინავს დავით -სახარებაში და ვისრამიან -ვეფხისტყაოსანში,, (გვ5)
თავად იონას ენა კი ასე გამოიყურება ,,ბარათაანთ გვარს შესანიშნავი მწერალი ემართა ,, (გვ 5) ,,მის ზნეობით ვინაობაზე,, (გვ7) ,,მებუფეტეს წიგნი მიეწერა ვისაღართვისაც,, (გვ 16) ,,მარტო თვალი და ყური სჭირია , რომ პირველს ჰასაკშივე შეიძინოს გემოვნებაც,,(გვ69) და ა.შ და ა.შ
ახალი რაც გავიგე (და ბევრი კიდევ არვიცი) ნიკოლოზის შესახებ ისაა, რომ ბანქოს თამაშობდა თურმე (რა ცუდი ვარ მარტო ეს დამამახსოვრდა). საგულისხმოა ერთი ფაქტიც, ნიკოლოზი წერს გრიგოლ ორბელიანს ,,..ეცადე რომა რენენკამფთან დამანიშვნინო, ხომ ამ პირობით წახველ,რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის . ვიცი, დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია , რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება,, (გვ 38) ძალიან მაგარი და საინტერესოა ერთი ადგილიც , აკაკი წერეთლის სიტყვაში , რომელიც მან პოეტის გადმოსვენებისას წარმოთქვა არის ასეთი ფრაზა ,,... ჩვენი მიგებება (პოეტისადმი) გლოვა და ზარი კი არ არის , ლიტანიობაა და მზე შინა ,, რა ლამაზი სიტყვაა მზე შინა , ე.ი. როცა დღესასწაული გაქვს , ბედნიერი ხარ ,,მზე შინა გაქვს ,, საოცარი გამომსახველობა და სიფაქიზე, ნათელი ახლავს ამ სიტყვებს . ალბათ ამას გამოსახავს ჩვენი ლექსიც ,,მზე შინა და მზე გარეთა... ,, ახლა კი მესმის მისი მნიშვნელობა , გმადლობ უფალო.
6ოქტომბერი. 2008

четверг, 9 июля 2009 г.

ეჟენ ფრომანტენი

ეჟენ ფრომანტენი ,,ძველი ოსტატები,, ,,ნაკადული,, თბილისი 1985

ეჟენ ფრომანტენი ისე ბრუნავს თავის უშესანიშნავეს (და რატომ ამაზე ოდნავ ქვემოთ) წიგნში რუბენსსის ირგვლივ , როგორც დედამიწა ბრუნავს ღერძის გარშემო. რაც შეეხება უშესანიშნავესს, ეჟენი დიდი სიყვარულით ხელოვნებისადმი, ცოდნით, ენის სიმახვილით და უფრო სწორად მჭევრმეტყველობით, გვიხატავს მხატვრებს და მათ ცხოვრებას თუ ნამუშევრებს. იმდენად ცოცხლად, ზუსტად, ხატოვნად აღწერს თუ უბრალოდ საუბრობს , რომ თვალწინ წარმოგვიდგება ნებისმიერი ტილო, რომელსაც აღწერს, რაც მთავარია აუცილებლად დაგამახსოვრდება სულაც რომ არ გქონდეს ნანახი. სტუდენტობისას სულ მინდოდა მქონოდა და წამეკითხა ამგვარი (ამდენს და ასე მოუწყინებელს არ ველოდი) ლიტერატურა ნახატის ანალიზის შესასწავლად და დასაწერად, მჭირდებოდა მაგალითი როგორ მეწერა... იმედია უფრო მეტს წავიკითხავ პროფესიულ და ,,სპეციალურ ,,ლიტერატურას.
2008

აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე ,,აგვისტოს პასიანსი,, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,2001

აკა ,,ძველი,, თბილისური ჰამბების (და არა ამბების :) ) და არა მარტო .. უბადლო მთხრობელი და მთხრობელზე მეტია. მასავით სიტყვაუხვი და ენაწყლიანი კიდევ ორი-სამი მეგულება (საქართველოს ვგულისხმობ) , მაგრამ აკა მაინც სხვაგვარად სიტყვაუხვი, ფანტაზიაუხვი, ჭკუაულევია ( ოდისევსის ეპითეტია როგორც მახსოვს:) ) .
აგვისტოს პასიანსი მისი კიდევ ერთი სულმოუთქმელად წასაკითხი წიგნია და რატომ-- ადვილად იკითხება, მიუხედავად სიუჟეტის ღვლარჭნილიბისა, მთელი რიგი კოზირების, თუ რა ვუწოდო? მხატვრული მოსართავების , სანელებლების ფრიალ-ფრიალისა (კალმასობის,იმეილის, აჩრდილის ჩართვა..) . ამბავი ძალიან ნაცნობია და მისი წადეტექტივო ხასიათისა და კიდევ იმ ხასიათისა, რომ ისეთ სიჩქარეზეა მოთხრობილი შენც გადართული ხარ და არც ინსპექტორი , პატრული (ანუ საყოფაცხოვრებო) გაინტერესებს, რომლებიც გაგრძელებას გიფერხებენ არც სხვა რამე, იქ ჩერდები, სადაც თხრობა წყდება და არა ამბავი. ამბავი გრძელდება, მე პირადად ინტერესით აღარ ვარ როგორ განვითარდა მოვლენები საბოლოოდ. ამგვარი განცდა იმის მანიშნებელიცაა, რომ მთხრობელიცა და თხრობაც , სათხრობი ამბავიც ფრიად რელურია და ფრიად ოსტატურადაა მოთხრობილი .
საგულისხმოა ერთი რამეც (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს :) ) , ამბავიცა და პერსონაჟებიც , სტილიც თითქოს უკვე ნაცნობი და მსგავსია, მაგრამ შედევრია რა ..ანალოგიები ანალოგიებია, მსგავსებებს რა დალევს ..მთავარია ნიჭიერად,ორიგინალურად და სამოგინალურადაა დაწერილი..:)
,, ...ცოცხლებო თქვე გოიმებოო..,,
19სექტემბერი2008

ნაჯიბ მაჰფუზი

ნაჯიბ მაჰფუზი. ,,მირამარი,, . ,,როდოპისი,, .ინტელექტი 2005.
,,მირამარი,,
ორივე სახელი საკმაოდ (წიგნის) უცხო იყო, მაგრამ მალევე გახდა ცნობილი. დასაწყისშივე აღმოჩნდა, რომ მირამარი პანსიონს ჰქვია, რომელსაც ქალბატონი მარიანა, ბერძენი ემიგრანტი განაგებს. სიუჟეტი ორიგინალურად და თან უბრალოდაა მოთხრობილი, ორიგინალურობა ფორმაში და სათქმელის მოთხრობის სტილში მდგომარეობს. პერსონაჟები ჰყვებიან ამბავს და მას სხვადასხვა მხრიდან ვიგებთ და ვეცნობით და რაც მთავარია ვავსებთ ამ ინფორმაციას. ჟანრობრივად ყველაფერია, გამოძიებაც, სასიყვარულო ისტორიაც და იუმორიც. არც მთავარი გმირია მაინცდამაინც გამოკვეთილი, თუმცა მე (ალბათ მარტო არ ვარ) ზუჰრა მიმაჩნია. კითხვისას დამებადა აზრი, რატომ მიიღო ნობელი? არა იმიტომ რომ არ იმსახურებს, ამ ერთი წიგნით ვერ მივხვდი, უფრო სწორად ვერ გავიცანი მთლიანად ავტორი. მწერლის ოსტატობა უდავოა -თხრობის სიმსუბუქეში , სათქმელის არსებობაში, გულწრფელობაში და ა.შ
,,როდოპისი,,
მეგონა მოსაწყენი იქნებოდა , მაგრამ შევცდი, (ძალიანაც კარგი). მოსაწყენი ამბავი კია, მაგრამ ჯერ ერთი მოკლედაა მოთხრობილი და მეორეც, ნაჯიბი ახერხებს არ მოგაწყინოს. განსაკუთრებული აქ არაფერია, მაგრამ რომანს მომხიბვლელობას სძენს ფარაონისა და დედოფლის ქმედება. მათი გულწრფელი საქციელი ისეთი კეთილშობილური და დადებითია, რომ მთელ წიგნს ხდის საინტერესოს და ,,მოსაწონს,, კერძოდ რაზე მაქვს საუბარი, ფარაონი აჯანყებულებთან გადის იმ მიზეზით, რომ არ უნდა უდანაშაულო ხალხი დაიღუპოს. გარდა ამისა ხვდება თავის შეცდომებს, რითიც (ჩემს თვალში) აბათილებს მათ. დედოფალი კი ქმარს ყველაფერს პატიობს და გარდა ამისა არც მისთვისაა უცხო, ქვეყნისა და ხალხის წინაშე კისრებული მოვალეობები.
17 სექტემბერი.2008

среда, 8 июля 2009 г.

შესავალი

,,პირადი ბიბლიოთეკა,, მალხაზ ხარბედიას, ჩემი საყვარელი ლიტერატორის ( ? ) , მიბაძვით დავარქვი ჩემი წიგნების მიმოხილვას, ,,შპარგალკას,, (იმიტომ,რომ მახსენებს ბევრ რამეს ) თუ რავიცი რას. წაკითხულ წიგნებზე წერა, უწმიდესის კურთხევა, დავალება და თხოვნა იყო, როცა აკადემიაში ვსწავლობდი. სხვა საინტერესო დავალებასთან ერთად, ესეც დიდი სიხარული იყო და არის დღემდე. მანამდე აზრადაც არ მომსვლია, წიგნის წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილება დამეწერა, არადა ძალიან დამაკლდა, ბევრი დამავიწყდა, ემოცია და შთაბეჭდილება დაიკარგა...
ჩემი ჩანაწერები არაფერზე აცხადებს პრეტენზიას, მართალია ძალიან გამიხარდება და ვიამაყებ თუ ვინმეს მოეწონება, მაგრამ ის მხოლოდ ჩემთვის არის და სხვებისთვის, ალბათ საჭიროებს რედაქტირებას, და არა მხოლოდ მეტად გამართულობის გამო, ბევრი რამ იმდენად ჩემია, ამოღებას საჭიროებს ზოგიც განმარტებას მოითხოვს და ა. შ
მოკლედ ასე...