მილორად პავიჩი ,, ხაზარული სიტყვისკონა,, თბილისი2007. გადმოაენა გ.გოგიაშვილმა . მამრული ცალი
კითხვა დიდი შემართებით დავიწყე (მომწონს პავიჩი) ,მაგრამ ბოლოს ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდი თავისი ინფორმაციული ზეუხვობის გამო. ურთულესი წიგნია, უდატვირთულესი, თავისი ულევი ისტორიებით (მისი 1 გვერდიც კი მთელ სერბულ მწერლობას ეყოფა მასალად :) ) , სახეებით, უჩვეულო ამბებით, ძნელია რამე დაიმახსოვრო (ჩემთვის ასეა ). ბევრია ზღაპრული , დაუჯერებელი სიუჟეტები და მგონია , რომ ზღაპარი როგორც ჟანრი, ამგვარად განაგრძობს არსებობას. ანუ ზღაპარი მხატვრული პროზის სიუჟეტად, თუ დანამატად იქცა. (არვიცი შესაძლოა სულაც არაა ასე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას ვამბობ, მარკესთანაც ასეა , ჩოხელთან მაგალითად და რავიცი რავიცი :) )
ძალიან მომეწონა ავტობიოგრაფიული შესავალი, განმარტებები თუ უბრალოდ საუბარი წიგნზე და ბოლო ნაწილი , როცა თვის პირველ ოთხშაბათს უნდა წავიღო წიგნი საშაქარლამოში და წიგნის და ჩემი მეორე ნაწილი ვიპოვო. :)
უამრავი პასაჟი ამოვიწერე წიგნიდან , მაგრამ აქ მხოლოდ ლექსებს მოვიყვან, და გავალამაზებ ჩემს მოკრძალებულ ნაფიქრს თუ განცდილს .
,,თუ შემოდგომა მარგალიტის გულქანდას მაბამს,
სარტყელ-ქამარი მომიტანა ზამთარმა თვითონ,
გაზაფხულმა კი შემიკერა იების კაბა ,
ტურფა ზაფხულმა ფეხთ ჩამაცვა თავისი სითბო.
სად დრო ბევრია,სამოსელიც იქ არის ბევრი,
ისიც მინახავს , რომ ხანდახან მუნჯია მჭევრი.
მაგრამ ყველაფერს, დამიჯერე ისა სჯობია ,
გულში ჩამიკრა ,ვიდრე ცეცხლი არ ჩამქრობია. ,,
გვ161
,,ბედნიერების სულ ტყუილად მაჩუქე სარკე,
შიგ ობლად ვჩანვარ უსახური უშენოდ,ცალკე.
შენმა ხატებამ მიმატოვა,მარტო დამტოვა,
და ამიტომაც ამ სარკეში ახლა მარტო ვარ.
წაიღე უკან,აღარ მინდა, ავად მაწვალებს,
რაც სახე ჩემი შევიცვალე,შენში გავცვალე. ,,
გვ158
2009. ივლისი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий